TripAdvisor
ლონდონი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დასახელდა. TripAdvisor-ის გამოკითხვის თანახმად, ტურისტებმა სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ლონდონი პირველად დაასახელეს. ბრიტანეთის დედაქალაქმა ეს ტიტული ბევრი საერთაშორისო დონის მოვლენების გამო მიიღო, მათ შორის გასული წლის სამეფო ქორწილით, წელს დაგეგმილი დედოფლის აღსაყდრებიდან 60 წლის იუბილეთი და ასევე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით.
წლევანდელი რეიტინგთ ლონდონმა გაუსწრო გასული წლის რეიტინგის ლიდერს – კეიპტაუნს და ასევე ტურისტულად მიმზიდველ ნიუ-იორკსა და პარიზს.
ტურისტები ლონდონის მიმზიდველობას ხსიან ასევე მრავალფეროვანი თეატრალური წარმოდგენებით, ქუჩის ბაზრობებით და უფასო მუზეუმებითა და პარკებით.
TravelDailyNews
სტუმრობისთვის ყველაზე სასურველ ქალაქად მსოფლიო ში სიდნეი დასახელდა, იუწყება რადიო კომერსანტი, სტუმრობისთვის ყველაზე სასურველ ქალაქად მსოფლიო ში სიდნეი დასახელდა, იუწყება რადიო კომერსანტი, TravelDailyNews – ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მან პირველი ადგილი დაიკავა „ქალაქად ყველაზე სასურველ მოგზაურობებს“ შორის.
კატეგორიაში City Break (საქალაქო დასვენება) ავსტრალიურმა სიდნეიმ ტურისტებისთვის ბევრ მიმზიდველ ქალაქს აჯობა, მათ შორის ბერლინს, ბარსელონას, მეხიკო-სითისა და მოსკოვს.კვლევაში Travel Cash, რომელიც სისტემა MasterCard-მა ჩაატარა, სიდნეი გახდა მსოფლიო ს ნომერ პირველი იმ ქალაქებს შორის, რომელთა დათვალიერებაც ბარათების მფლობელებს სურთ. სიდნეის მოსდევს ლოს-ანჟელესი და ტოკიო.
სიდნეის ხმა რესპონდენტთა 15%-მა მისცა, ლოს-ანჟელესს 13-მა, ტოკიოს კი 12%-მა. ამსტერდამმა და პარიზმა მხოლოდ 1 და 3% მიიღეს.
.
rbc
- ყველაზე ლამაზ ქალაქად ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა დასახელდა. ლამაზი ქალაქების რეიტინგი ინტერნეტპორტალმა rbc-მ შეადგინა.
ინტერნეტპორტალმა რეიტინგი 35 786 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. რეიტინგის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 14,75 % პრაღის სილამაზით აღტაცებულია.
ლამაზ ქალაქთა მოწინავე პოზიციაზე იმყოფება ასევე პარიზი, რომელიც ყველაზე ლამაზ ქალაქად რესპოდენტთა 12,75 %-ს ჰყავს დასახელებული. რეიტინგში მესამე ადგილზეა რომი 11,23 %-ით.
ყველაზე ლამაზი ქალაქების რეიტინგი 22 ქალაქს მოიცავს და მეოთხე ადგილზეა ვენა, მეხუთეზე- ლონდონი, მეექვსეზე - მოსკოვი, მეშვიდეზე - ამსტერდამი, მერვეზე - ბუდაპეშტი, მეცხრეზე -კიევი, მეათეზე - სტოკჰოლმი, მეთერთმეტეზე - მადრიდი, მეთორმეტეზე - ტალინი, მეცამეტზე - რიგა, მეთოთხმეტეზე - ბერლინი, მეთხუთმეტეზე - ბრიუსელი, მეთექვსმეტეზე -კოპენჰაგენი, მეჩვიდმეტეზე - ლისაბონი, მეთექვსმეტეზე - ათენი, მეცხრამეტეზე - ჰელსინკი, მეოცეზე - ვარშავა, ოცდამეერთეზე ვილნიუსი, ხოლო ოცდამეორე ადგილზე - ოსლო.
Lonely Planet
ტურისტებისთვის საუკეთესო ქალაქების ათეული
2012 წლისთვის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი გზამკვლევმა Lonely Planet-მა ტურისტებისთვის საუკეთესო ქალაქად დაასახელა.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონმა ოლიმპიური თამაშებს უმასპინძლა , ამიტომ ახლა საუკეთესო ფორმაშია. "ლონდონში თქვენ არასოდეს დარჩებით მარტო, ვინც არ უნდა იყოთ", - წერენ გამოცემის რეიტინგის ავტორები.
ტურისტებისთვის დასათვალიერებლად საუკეთესო
ქალაქების სიაში მოხვდნენ ომანის დედაქალაქი მასკატი, ინდური ბანგალორი, ესპანური კადისი და შვედური სტოკჰოლმი.
გზამკვლევში აღნიშნულია: "სკოკჰოლმი ძალიან მყუდრო ქალაქია, ამასთან, მრავალნაციონალური, აქ მრავალ გასართობს წააწყდებით, რითაც თვალის გახარებას შეძლებთ."
ათეულში ასევე მოხვდნენ: პორტუგალიური გიმარაინში, ჩილის დედაქალაქი სანტიაგო, ჩინური ჰონგკონგი, ამერიკული ორლანდო და ავსტრალიური დარვინი.
ამ კვლევების მიუხედავად, ისევე როგორც ჩემთვის,ალბათ თქვენთვისაც უფრო სარწმუნო გაროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგია,რომლის თანახმადაც,2012 წელს ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად ლონდონი დასახელდა.
No comments:
Post a Comment