რეიტინგი თუ საკუთარი შეხედულება?!

      პროექტზე მუშაობის დაწყებისას გამოთქმული ჩემი ვარაუდი გამართლდა - რთულია დაადგინო ყველაზე მიმზიდველი ერთი გამორჩეული ქალაქი,რომელიც მუდმივად რეიტინგის სათავეში იდგება.ამ ქალაქების რეიტინგულობა იცვლება სეზონების მიხედვით, თითქმის ყოველთვიურად ტურისტთა გემოვნების შესაბამისად.
      როგორც ამბობენ "გემოვნებაზე არ დაობენ",თუმცა,   მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია რამდენიმე ქალაქის დასახელება, რომლებიც ყოველთვის"მოდაშია",რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობთ ყოველწლიურად.
    ეს ქალაქებია: ლონდონი, პარიზი, რომი, ბარსელონა, ნიუ-იორკი, ტოკიო, სიდნეი,  ვარშავა, სტამბული...ეს ქალაქები ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბლავი, ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია თავიანთი ღირსშესანიშნაობებით,კულტურითა და სამზარეულოთი.
      იმ ადამიანებს,რომლებსაც უყვართ მოგზაურობა,და არა მარტო მათ,ალბათ,აქვთ კიდეც საოცნებო ქალაქი,  რომელიც მათთვის ყველაზე მიმზიდველი და გასაოცარია. ასეთი ადამიანებისთვის , ვფიქრობ, ყველაზე რეიტინგული ქალაქების კვლევა და შედეგები არ არის მნიშვნელოვანი,ხოლო მათ ვისაც ჯერ არ აგირჩევიათ სამოგზაუროდ ადგილი ეს რეიტინგი დიდ დახმარებას გაგიწევთ დროის შესანიშნავად გატარებასა და დაუვიწყარი დღეების დაგეგმვაში. გისურვებთ წარმატებებს!...

No comments:

Post a Comment