ღირსშესანიშნაობები

ლონდონი
ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,278,251 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 13,709,000 ადამიანი (2012 .).
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრიასიტი“, დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა დიდი ლონდონი. ლონდონმა სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
.
ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.

პირველი რომელიც შეიძლება აიღნიშნოს არის Westminster Abbeyიგი მოქმედი ეკლესიაა სადაც ყოველდღიურად ტარდება წირვები. 600 წლის განმავლობაში ეს არის აგდილი სადაც გვირგინს ადგავენ ინგლისის მეფეებსა და დედოფლებს და სადაც ასევე კრძალავენ მათ.ასე რომ ეს არის ადგილი მონარქების მეფედ კურთხევისა და დაკრძალვის ადგილი.მონასტერი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს.ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია უცნობი ჯარისკაცის საფლავი,რომელიც გვახსენებს თითქმის მილიონი ბრიტანელი ჯარისკაცის გარდაცვალებას პირველი მსოფლიოს ომის დროს და ადგილი სადაც ბრინჯაოს სახელებითაა ამოტვიფრული მათი სახელები.

Piccadilly Circus არის პატარა სკვერი და მთავარი რის გამოც მას სტუმრობენ არის ეროსის ქანდაკება რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტში და რომელიც სიყვარულის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში.მოედანი ყოველთვის გადაჭედილია ახალგაზრდებით,რომლებიც ზოგჯერ უკრავენ და მღერიან ზაფხულობით.

Trafalgar Square-უკავშირდება Nelson-ის გამარჯვებას 1805 წელს.მოედნის ცენტრში არის 150 მეტრის სვეტი,რომლის წვერშიც არის ინგლისის უდიდესი გმირის Admiral Nelson-ის ქანდაკება,ხოლო სვეტის ძირში არის ოთხი ბრინჯაოს ლომი.ეს არის სკვერი,რომელიც პოპულარული შეხვედრის ადგილია როგორც ლონდონელებისთვის ასევე დამთვარიელებლებისთვისაც.მათ ასევე იზიდავს ულამაზესი შადრევნები და ათასობით მეგობრული მტრედები.სკვერის კუთხეში არის ეროვნული სურათების გალერეა სადაც არის უნიკალური კოლექცია ყველა ასაკის განსაკუთრებით კი თანამედროვე სურათების.შესვლა გალერეაში უფასოა.

The house of Parliament-მდებარეობა მდინარე ტემზას ნაპირებზე.იგი თარიღდება მე-XI საუკუნიდან ხოლო მისი განახლება მოხდა 1850 წელს.იგი აშენდა რათა შეცვლილიყო ძველი შენობა,რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა ხანძრით 1834 წელის 16 ოქტომბრის ღამეს.The house of Parliament-ის აღმოსავლეთ ნაწილში არის 100 მეტრის სიმაღლის კოშკი,რომელზედაც უზარმაზარი საათი მდებარეობს.იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც Big Ben- და დაყენებულია 1858 წელს.


The Tower of London-თარიღდება XI საუკუნიდან მოყოლებული მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ.სხვადასხვა დროს ის ხან იყო სამეფო სასახლე,ხან განძის შესანახი ადგილი და ხანაც ციხე.ბევრი მეფეები და დედოფლები იყვნენ დატყვევებულები აქ.1810 წლამდე იგი იყო სამეფო ზარაფხანა სადაც იჭრებიდა ფული.ის ერთხელ იარაღის შესანახი ადგილიცკი იყო და 300 წლის განმავლობაში აქ მდებარეობდა სამეფო ზოოპარკი.აქ შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირფასი ოქროს და სამკაულების კოლექციის ნახვა.


Buckingham Palace-არის ინგლისის დედოფლის ოფიციალური ლონდონის სახლი.სასახლის წინ არის Victoria- ქანდაკება,რომელიც სასახლის წინ დგას და გადაყურებს Mall-.Mall არის ფართო ქუჩა,რომელიც სასახლიდან უკავშირდება Trafalgar Square-.სწორედ აქ იკრიბებახალხი დედოფლის ჯირითის სანახავად განსაკუთრებულ სამეფო შემთხვებში.სწორედ ზემოთ ხსენებული სანახაობები ხდის ლონდონს ასეთ მიმზიდველს უცხოელებისთვის.



პარიზი 


პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელადსინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი


ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.



ლუვრის მუზეუმი - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს , რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.




ვარსკვლავის სატრიუმფო თაღი მონუმენტი პარიზში, შარლ დე გოლის მოედნის ცენტრში, ყოფილი ვარსკვლავის მოედანი, შანზ-ელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში.
თაღის სიმაღლეა 49,51 , სიგანე 44,82 , სიმაღლე 29,19 . აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან - "მარსელიეზა", გრან-არმის გამზირის მხრიდან - "წინააღმდეგობა" და "მშვიდობა". თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 558 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: "აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919".


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი-, ასევე ცნობილი როგორც ნოტრ-დამიგოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.


გრან პალე (ფრანგ. Grand Palais- დიდი სასახლე)მდებარეობს პარიზში, მე-8 ოლქში, შანზ-ელიზეს განაპირას. მისი ფართობია 40 000 კვ.. მუდმივი დარბაზების გარდა მუზეუმში ეწყობა დროებითი გამოფენები.
 შენობის ერთ-ერთ ფრონტონზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ ამ ძეგლს რესპუბლიკა უძღვნის ფრანგული ხელოვნების სიდიადეს. თავიდან იგი განკუთვნილი იყო დედაქალაქში გამართული დიდი ოფიციალური მანიფესტაციებისთვის.
1975 წელს შენობის ნეფი მიჩნეულ იქნა ისტორიულ მონუმენტად, 2000 წელს კი მთლიანად შენობა ჩაითვალა ისტორიულ ძეგლად.

                                                    რომი

 
რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდებისკომუნააგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისადაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).



  • კოლიზეუმი-ერთერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა არა მარტო რომში არამედ მთელს ევროპაში,რომელიც გაიხსნა . 80 წელს  რომელიც ყოველწლიურად იზიდავ მილიონობით ტურისტს.
  • რომის ფორუმირომელიც მდებარეობს პალატინიისა და კაპიტოლიის ბორცვებს შორის..
  •  
  • კაპიტოლიუმის მოედანი-იყო დაპროექტებული XVI სს-ში მიქელანჯელო ბუენაროტის მიერ . მოედანი განლაგებულია
კაპიტოლიის ბორცვზე  მისი მშენებლობა თარიღდება 1560 წლით..


სასახლე წმინდა ანგელოზისა- რომელიც მდებარეობს მდინარე ტიბრზე იყო აშენებული ადრიანოს მიერ. მოგვიანებით . 139 წელს ანტონიუს პიუსის მიერ იქნა აშენებული მავზოლეუმი.. 


  • წმინდა პეტრას მონასტერი- შემონათებული მზის სხივები..
ტურისტები რომლებსავ ააქვეთ სურვილი მონასტერში მოხვედრის უნდა დაიცვან მკაცრად წესები ჩაცმულობასთან დაკავშირებით: რავითარი შორტები , შიშველი მხრები და მოკლე კაბები..
  • კაპელიის კედლებზე დახატული ფრესკები მიქელანჯელო ბუენაროტის მიერ..
კედლები დაფარულია რენესანსის ეპოქის ფრესკებით რომელიც შესრულებულია ამავე დროსი შესანიშნავი და გენიალური მხატვრების ფუნჯებით
  • ვატიკანის მუზეუმის მთავარი სპირალისებული კიბე. მუზეუმი განლაგებულია ვატიკანის სასახლეში , რომელიც XIV სს-იდან მდებარეობს რომის პაპის რეზიდენციაში..
  • პანთეონიდაარსებული . 125 . პანთეონში გამოერჩეულად ლამაზი სანახავი ჭერის ღრმა სივრცე.
  • მას უფრო გასაოცარს ხდის შემოჭრილი სხივი.
  • ესპანური კიბე რომელიც აერთიანებსესპანურ მოედანსა და ფრანგულ ეკლესიას ტრინტა-დეი-მონტი.
  •  
ადრე კიბე ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილის ერთგვარბუდესწარმოადგენდა, ამჟამად კი იქ ყოველწლიურად იმართება მოდების ჩვენება











ბარსელონა




ბარსელონა მდებარეობს პირენეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქი განლაგებულია პლატოზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით შემოსაზღვრულია კოლსეროლის ქედი. ქალაქი 157 კილომეტრითაა დაშორებული საფრანგეთის საზღვრიდან. ბარსელონას გორაკ-ბორცვიანი რელიეფი განაპირობებს მის გარეგნულ ხიბლს. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე ზომის მთაა, რომელთა სიმაღლე არ აღემატება. 512 მეტრს . სახელი "ბარსელონას" დარქმევის იდეა წამოვიდა ძველი იბერიიდან , რომლებიც ვაჭრობდნენ ლევანტიელებთან.ბერძნულად წყაროებში ქალაქს მოიხსენიებეენ, როგოც (Βαρκινών, Barkinn)  და ლათინურად (Barcino, Barcilonum და Barceno)   შუა საუკუნეებში ქალაქი იყო ცნობილი, როგორც Barchinona, Barçalona, Barchelona, და Barchenona.   
 ბარსელონა დღესდღეობით არის ერთ-ერთი ლიდერი ქალაქი მსოფლიოში ტურიზმის ეკონომიკის და კულტურული ცენტრების მხრივ. ბარსელონას აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და ასევე მნიშვნელოვანი აეროპოპორტი, რომელის წლის განმავლობასი 30 მილიონ მგზავრს ემსახურება.     ბარსელონა შედის მსოფლიოს იმ 12 ქალაქთა რიცხვში, რომელიც ყველაზე სტუმრებადია მსოფლიოში. ევროპაში კი ოთხეულში შედის : პარიზის, ლონდონის და რომის შემდეგ. ბარსელონას წელიწადში 5 მილიონზე მეტი სტუმარი ათვალიერებს.
    გიუელის პარკი
        არქიტექტორ ანტონი გაუდის 1900 წელს დაევალა ქალაქის ბაღის პროექტის შემუშავება და აგება. ეს ბაღი გაუდის ყველაზე მრავალფეროვანი და გენიალური ქმნილება გახდა. აქ მდებარეობს ქვის შთამბეჭდავი კონსტრუქციები, ულამაზესი მოზაიკით, საოცარი ნაგებობებით.
დიდი ტერასიდან იშლება ხედი ბარსელონას შენობებზე. აქვეა პატარა ხელოვნების ნიმუშები. აქ იკრიბებიან მნახველები, მუსიკოსები, მხატვრები.
გიუელის პარკის მშენებლობისას გაუდიმ საოცრად შეუხამა პარკს არსებული ლანდშაფტი


          წმიდა ოჯახის (Sagrada Familia) ტაძარი 
        გაუდის დაუმთავრებელი შედევრი არის ბარსელონას უჩვეული და ცნობილი ღირშესანიშნაობა. თავის ბოლო ქმნილებაში გაუდიმ ჩადო მთელი შემოქმედებითი ენერგია და გაქანება. ტაძრის ისტორია იწყება I საუკუიდან. XI საუკუნეში ის რომანულ ტაძრად გადაკეთდა და მცირე ხანში დაიწყო მისი გარდასახვა რომანულ ეკლესიად.
 თითისტარის ფორმის კოშკები 115 მეტრამდე სიმაღლისაა. ჯერ დაუმთავრებელი მთავარი გუმბათის ზემოთა კოშკის სიმაღლე 170 მეტრი უნდა იყოს. ის ჯერაც შენდება. რადგან ყოველი ქვა ხელით უნდა იყოს დამუშავებული. ინდუსტიულად დამზადებული ქვების გამოყენება აქ არ შეიძლება. 

 1926 წელს ანტონიო გაუდი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის დილით ეკლესიაში მიდიოდა წირვაზე დასასწრებად, ტრამვაი რომ შეეჯახა. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. დღეს ის გრძელდება შემოწირულობებით დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოებით. 


 Casa Milà
კაზა მილას მშენებლობა 1910 წელს დასრულდა.  მას ასევე La Pedrera ნუ ქვის სამტეხლო ეწოდება. გენიალურად შემუშავებული კონსტრუქციის წყალობით შესაძლებელია ბუნებრივი ჰაერაცია და კონდიციონერის საჭიროება აქ არ არსებობს. ბინებში ოთახების პლანირების ცვლილება შეიძლება "მოძრავი" კედლების მეშვეობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კაზა მილას აივნის გისოსები. ყოველი მათგანი განსხვავებულია. კაზა მილაში შესაძლებელია ზოგიერთი ბინის დათვალიერებაც.
1984 წელს la Pedrera იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 




     მონტიუკის ციხესიმაგრე 
    საბაგირო გზით შეიძლება მთის ფერდობზე მდებარე ციხესიმაგრესთან მოხვედრა. მონტიუკის ციხე ბარსელონას გადაჰყურებს. აქედან უმშვენიერესი ხედი იშლება ქალაქზე და ნავსადგურზე.  
ციხესიმაგრე აიგო ქალაქის და ნავსადგურის დასაცავად. პირველი კედლები 1640 წელს აღიმართა. ფილიპ IV-ის წინააღმდეგ აჯანყების დროს ძველი ციხე დაინგრა და შემდეგ წლებში მონტიუკის ციხესიმაგრე დღევანდელი ფორმით აშენდა. გარდა ამისა, ის 120 ზარბაზნით აღიჭურვა. 
    დღეს ნაგებობა წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს ცენტრალისტური რეპრესიებისა და კატალონური მმართველობისა. ფრანკოს რეჟიმის დროს აქ ამ რეჟიმის მრავალი მოწინააღმდეგე დაიჭირეს და დასაჯეს. სამხედრო საპატიმროს პერიოდის შემდეგ ის სამხედრო მუზეუმს წარმოადგენს. 
 ტრიუმფალური თაღი ბარსელონაში
ტრიუმფალური თაღი 1888 წელს აიგო ბარსელონაში. 30 მეტრიანი თაღი აიგო მსოფლიო გამოფენისთვის. ის მთავარი შესასვლელი იყო დიდ გამოფენასთან. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც სიმბლოა ბარსელონას მასპინძლობისა. თაღის ზედა ნაწილში გამოსახულია ბარსელონას და ესპანეთის პროვინციების გერბები. არქიტექტორია ჯოზეფ ვილასეკა იკაზანოვასი, რომელმაც წითელი თაღი ახლებურ სტილში ააგო. 
    საკათედრო ტაძარი
   ქალაქის ცენტრში აღმართულია ბარსელონას ცნობილი გოთიკური საკათედრო ტაძარი. შთამბეჭდავი ნაგებობა ასევე ლა სეუდ იწოდება და ბარსელონას მფარველად ითვლება. ტაძარი წმიდა ევლალიას სახელზეა აგებული. 
 იმ ადგილას, სადაც საკათედრო ეკლესიაა, ადრე რომაული ტაძარი იყო. XIII-XV საუკუნეებში აქ ძველი ეკლესიის ადგილას საკათედრო ტაძარი აიგო. გოთიკური ფასადი XIX საუკუნეში შეიქმნა. 
    წმიდა ევლალია რომაელების მმართველობის დროს ეწამა. გადმოცემის თანახმად, ის შიშველი დააყენეს მოედანზე ადრეული გაზაფხულის ცივ დღეს. საოცარმა ნამქერმა  დაფარა მისი სიშიშვლე. გაავებულმა რომაელებმა ის კასრში ჩასვეს, სადაც დანები იყო გაყრილი და ეს კასრი ქუჩებში აგორეს. ნაწამები წმიდა ქალწულის ცხდარი საკათედრო ტაძრის საკურთხეველში განისვენებს. 
   სანტა მარია დელ მარი
ლა რიბერას რაიონში მდებარეობს გოთიკური ტაძარი სანტა მარია დელ მარი. ვიწრო ქუჩებს შორის ტაძარი მთლიანად არ ჩანს. ტაძრის განსაკუთრებულობას წარმოადგენს სამშენებლო სტილის ერთიანობა. ტაძარი 1383 წელს დასრულდა. მშენებლებს 1379 წელს დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. ცეცხლმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილები დააზიანა. მიუხედავად ამისა, 1383 წლის 15 აგვისტოს აქ პირველი მესა ჩატარდა. 1428 წლის მიწისძვრამ ასევე დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს, რის გამოსწორებასაც რამდენიმე წელი დასჭირდა. 
    სრულიად განსხვავებულია ტაძრის შიდა სივრცე, ვიდრე ამას გარედან ივარაუდებთ. ფერადი სარკმლებიდან შუქი იღვრება. ბარსელონას სხვა ტაძრებისგან განსხვავებით აქ ხატებს ვერ ნახავთ. ისინი დაიწვა 1936 წლის არეულობების დროს.
    სანტა მარია დელ მარის ეკლესია უკვდავყოფილია ფალკონეს რომანში ”ზღვის საკათედრო ტაძარი”. 
   კოლუმბის სვეტი
    რამბლას ბოლოს ზღვის მიმართულებით აღმართულია ბარსელონას სიმბოლო - სვეტზე აგებული კოლუმბის ქანდაკება. სვეტი 60 მეტრის სიმაღლისაა. ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება ამ სიმაღლიდან იყურება ამერიკის მხარეს. ქანდაკება აიგო 1888 წელს მსოფლიო გამოფენისთვის. ის ეძღვნება ქრისტეფორე კოლუმბის დაბრუნებას ამერიკიდან, როდესაც მას მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელი შეეგებნენ.კვარცხლბეკი ბრინჯაოთია მოპირკეთებული. შიგნით გაეცნობით ისტორიას ამერიკის აღმოჩენის შესახებ.
მნახველებს შეუძლიათ ლიფტით ავიდნენ სვეტის გადმოსახედზე და დატკბნენ ქალაქის და ნავსადგურის ხედით. 

   ბარსელონას აკვარიუმი
პორტთან ახლოს რამბლა დე მართან არის ბარსელონას მშვენიერი სანახაობა აკვარიუმი. ამ გრძელ გამჭირვალე შენობაში თევზები და ზღვის სხვა ბინადარნი ცხოვრობენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ტროპიკული და ხმელთაშუა ზღვის ცხოველები.
    განსაკუთრებით პოპულარულია ზვიგენის ნიჟარა, რომელშიც მინის გვირაბს მივყავართ. დიდი ზვიგენები მნახველებთან უჩვეულოდ ახლოს მოდიან. აკვარიუმში დიდ და პატარა მნახველებს თვალწინ ეშლებათ მიმზიდველი და ხშირად მისტერიული წყალქვეშა სამყარო, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. 


   ტიბიდაბო
   ტიბიდაბო არის მთა ბარსელონას თავზე. აქ არამარტო განუმეორებელი ხედია ქალაქზე, არამედ სხვა მრავალი სანახაობაც. 512 მეტრი სიმაღლის მთაზე მდებარეობს ეკლესია, პარკი, სატელევიზიო ანძა.ტიბიდაბოს მთა არის ბარსელონას გარშემო ყველაზე მაღალი მთა. აქ მოხვედრა შეიძლება საბაგირო გზით. 
 მთის მწვერვალზე აგებული ეკლესია 1902-1961 წლებში აშენდა. Sagrat Cor წმიდა გულს ნიშნავს და იგულისხმება იესოს გული. ეკლესიის თავზე აღმართულია იესოს ბრინჯაოს ქანდაკება. კოშკებზე ასვლა შესაძლებელია. 

ციტადელის პარკი.
Der Parc de la Ciutadella არის როგორც მწვანე ოაზისი ბარსელონას ცენტრში. პარკის ცენტრში კატალონიის პარლამენტი მდებარეობს. პარკში არის ზოოპარკი, ჩანჩქერი და მუზეუმები. 
               ბარსელონა წარმოუდგენელია თავისი სტადიონი "კამპ-ნოუს" გარეშე.  
  კამპ ნოუ — სტადიონი ბარსელონაში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. ტევადობა არის 99,354. უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1957 წელს. აქ გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის მატჩი. კამპ ნოუმ უმასპინძლა 1989 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.    
            
                                                  ნიუ-იორკი



ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»- უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.



რაისლერ ბილდინგი (Chrysler Building, კრაისლერის შენობა) 319 (1048 ფუტი) სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე 42- ქუიჩისა და ლექსინგტონის ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კრაისლერის კორპორაციისთვის, თუმცა ამჟამად შენობა TMW Real Estate (75%) და Tishman Speyer Properties (25%) საკუთრებაშია. კრაისლერ ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში რომელმაც 1000 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.


მპაია სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building), 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებულიშრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტსმიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.





ბროდვეის თეატრი (ინგლ. Broadway theatre, შემოკლ. ბროდვეი) — კომერციული თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებული ჟანრი. ტერმინი მიუთითებს თეატრალურ წარმოდგენებზე 40 მსხვილ პროფესიულ თეატრში 500 ან მეტი ადგილით, რომლებიც თეატრალურ უბანში მდებარეობს (პლუს ერთი თეატრი ლინკოლნ-ცენტრში), მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. ლონდონის უესტ-ენდის თეატრთან ერთად ბროდვეის თეატრი ინგლისურენოვან მსოფლიოში კომერციული თეატრის უმაღლეს დონეს წარმოადგენს.
ბროდვეის თეატრალური უბანი ნიუ-იორკის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბროდვეის ლიგის თანახმად, ბროდვეის წარმოდგენებზე 2009-2010 წლის სეზონზე $1.02 მილიარდის ღირებულების ბილეთები გაიყიდა.[


    თავისუფლების ქანდაკება - 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძულზე) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.
ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.
1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.








No comments:

Post a Comment